ახალი ამბები

ტრამპს 2020 წლის არჩევნების გადადება სურს

30 ივლისი, 2020 • 1047
ტრამპს 2020 წლის არჩევნების გადადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას სურს, 2020 წლის 3 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს.

„საყოველთაო საფოსტო ხმის მიცემით [და არა Absentee voting-ით — საპატიო მიზეზით დროზე ადრე ხმის მიცემით, რაც კარგია], 2020 იქნება ყველაზე არასწორი და ყალბი არჩევნები ისტორიაში. გადაიდოს არჩევნები, სანამ ადამიანებს არ ექნებათ საშუალება, უსაფრთხოდ და დაცულად მისცენ ხმა“, — წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

აშშ-ის პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლა არ შეუძლია. ამის უფლება აშშ-ის კონგრესს აქვს.

დონალდ ტრამპს აქამდე არაერთხელ გამოუთქვამს ეჭვი, რომ საფოსტო ხმის მიცემით შესაძლებელია არჩევნების შედეგების გაყალბება. ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის საშუალება აქვთ ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლას სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ. მაგალითად, მიემგზავრებიან საზღვარგარეთ და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ისინი თავის არჩევნას ფოსტის საშუალებით აფიქსირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი