ახალი ამბები

ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია – თურნავა ანაკლიაზე

30 ივლისი, 2020 • 1062
ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია – თურნავა ანაკლიაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საარბიტრაჟო სარჩელი უპერსპექტივოა და ამით პროექტის ყოფილი ინვესოტორი ცდილობს, მთავრობას პორტის ახალი მშენებელის მოძიების პროცესში ხელი შეუშალოს. მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს, რადგან მან ვერ შეასრულა 2016 წელს საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია – ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება  ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის  მიმართ. კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე”,-ამბობს თურნავა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა (ADC) და მის ჰოლანდიელ ინვესტორს, ბობ მეიერს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წერმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ განაცხადეს.

სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ 29 ივლისს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ორი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელი შევიდა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან დაახლოებით მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ.

როგორ იგებს რუსეთი ანაკლიის პორტის ჩაგდებით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი