ახალი ამბები

“თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა იმიტომ, რომ აქ იყო წალკოტი” – დოლიძე

30 ივლისი, 2020 • 1321
“თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა იმიტომ, რომ აქ იყო წალკოტი” – დოლიძე

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელი ანა დოლიძე, რომელიც თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, აცხადებს, რომ ეს ის რაიონია, რომელსაც პირადად აქვს განცდილი აყვავების და ოქროს ხანა.

დოლიძე აცხადებს, რომ დღეს ამ რაიონს ბევრი გამოწვევა აქვს, რომელსაც ვერ უპასუხებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი:

“დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი. რატომ?! იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი