ახალი ამბები

უსამართლო, მაგრამ მოსალოდნელი – უგულავა რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე

30 ივლისი, 2020 • 844
უსამართლო, მაგრამ მოსალოდნელი – უგულავა რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, თუმცა არ იყო მოულოდნელი.

“ეს განაჩნი, რომელიც დღეს ჩვენ ჭილოფში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც ის უკანონოდ დააპატიმრეს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, სიახლე არ არის”, – განაცხადა უგულავამ

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლისას მხოლოდ მართლმსაჯულების გაუმჯობესება სჭირდებოდა:

“ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როცა ხელისფლებაში მოვიდა – გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. ჩვენ კი დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულები არიან კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები” ,- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები მოსახლეობაში გამოძიების მიმართ უნდობლობას აჩენს.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულ გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს, 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ გიორგი რურუს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი