ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზ დეპუტატებს კორონავირუსი დაუდგინეს

29 ივლისი, 2020 • 671
აფხაზ დეპუტატებს კორონავირუსი დაუდგინეს

აფხაზეთში დღეს, 29 ივლისს, დე ფაქტო პარლამენტის ორ დეპუტატს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურეს. დანარჩენი დეპუტატები covid19-ზე ტესტების პასუხებს ელოდებიან.

აღნიშნული მიზეზით დღევანდელი სხდომა სოხუმში, სადაც დეპუტატებს აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის, მათ შორის ქართულ მხარესთან ურთიერთობების საკითხები უნდა განეხილათ, შესაძლოა, გადაიდოს.

ამ დრომდე აფხაზეთში კორონავირუსის 63 შემთხვევაა დადასტურებული [ქართული მხარე სოხუმის სტატისტიკას არ ენდობა], მათ შორის 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი – გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი