ახალი ამბები

სტიქია რაჭაში – წყალმა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ბოძები წაიღო

29 ივლისი, 2020 • 6009
სტიქია რაჭაში – წყალმა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ბოძები წაიღო

რაჭაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც, განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

როგორც ნეტგაზეთს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკაიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დათვლილი არ არის ზარალის ოდენობა, თუმცა, სტიქიის გამო ბევრ სოფელში ინფრასტრუქტურა იმედნად დაზიანდა, რომ მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მისივე თქმით, მალევე იგეგმება კიდევ რამდენიმე მოქალაქის უსაფრთხო ადგილში გადაყვანა, ვინაიდან  არსებობს ღვარცოფის საშიშროებაც. ადგილზე მუშაობს მაშველთა ბრიგადაც.

ჩიკვაიძე გვიყვება, რომ სტიქიის შედეგად,არავინ დაშავებულა.

ღები, ადიდებული მდინარე ლათქიშორა

სოფელი ღები, ადიდებული მდინარე ლათქიშორა, ვიდეო დღევანდელია :(
ღმერთო დაიფარე ჩემი ღები <3 <3

Posted by რაჭა ჩვენი სიყვარული on Tuesday, July 28, 2020

რაც შეეხებე ელექტროენერგიას, მერიაში ამბობენ, რომ ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგია მოსახლეობას აღარ მიეწოდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიყო. ელექტროენერგია შეზღუდვით მეწოდება უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიე სოფელს. თავად ქალაქი ონი ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული სავალი გზის გამო დაზიანების ადგილამდე მიახლოებას კომპანიის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

„კომპანიის ტექნიქური მრიგადები მზადყოფნაში არიან, როგორც კი მოხერხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, მაღალი ძაბვის სამსახური მაშინვე დაიწყებს სამუშაოებ“, – წერს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

სტიქია რაჭაში

სტიქია რაჭაში – ადიდებულმა მდინარეებმა რაჭაში წაიღო ხიდები, გზები და ელ. გადამცემი ბოძები.

ვრცლად: https://netgazeti.ge/news/470795/?fbclid=IwAR2p6IKovNh20BLlXMDMuGYs4CraMGPVTPDdj8r5xeRxoFeVgm46EV8oQoQ

Posted by Netgazeti on Tuesday, July 28, 2020

სტიქია რაჭაში

სტიქია რაჭაში

სტიქია რაჭაში. სოფელი ღები წყალდიდობის შემდეგ. 29 ივლისი, 2020 ფოტო: ნაიკო ლობჟანიძე

სტიქია რაჭაში. სოფელი ღები წყალდიდობის შემდეგ. 29 ივლისი, 2020 ფოტო: ნაიკო ლობჟანიძე

სტიქია რაჭაში

მასალების გადაბეჭდვის წესი