ახალი ამბები

28 ივლისი: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 5

28 ივლისი, 2020 • 1362
28 ივლისი: კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 5

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის – stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 927 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან – „ ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, კიდევ ერთი დადასტურებული წყარო არის გაჩიანი, ერთი დაავალდებულთან კონტაქტია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია,“.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს – კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353.

მასალების გადაბეჭდვის წესი