ნეტგაზეთი | ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს – Netgazeti
RU | GE  

ჭიათურაში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალიფაურში პენსიონერი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.

როგორც დაყაჩაღებული ცოლ-ქმარი ტელეკომპანიასთან საუბრისას განმარტავენ, თავდამსხმელებმა ისინი გაკოჭეს, პირზე ნაჭრები ააკრეს და ფული და ოქრო წაიღეს. დაზარალებულების ცნობით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს იარაღიც ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუტმეტ წლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი