ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ყველა აბიტურიენტი უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხეს

27 ივლისი, 2020 • 1529
აფხაზეთში ყველა აბიტურიენტი უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხეს

კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მოტივით, აფხაზეთის უნივერსიტეტში ყველა აბიტურიენტი [სულ 668] უგამოცდოდ ჩარიცხეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ოფიციალური ცნობითვე, აბიტურიენტების უგამოცდოდ ჩაბარების გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, აფხაზეთის უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიამ მიიღო.

მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ის გახდა, რომ კარანტინის პირობებში აბიტურიენტებმა შესაბამისი ცოდნა ვერ მიიღეს და გამოცდებისთვის სათანადოდ ვერ მოემზადნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი