ახალი ამბები

ვარკეთილში 50 ათასამდე აბონენტს ელექტოენერგია არ მიეწოდება

27 ივლისი, 2020 • 1066
ვარკეთილში 50 ათასამდე აბონენტს ელექტოენერგია არ მიეწოდება

“თელასის” ინფორმაციით, გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ვარკეთილის 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტოენერგიის მიწოდება შეუწყდა. კომპანიის ცნობითვე, დასახლებებს ელექტრომომარაგება დაახლოებით ორ საათში აღუდგებათ.

“დღეს, 27 ივლისს 11:50 საათზე დაზიანდა 110- კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები „მახათა-1“ და „მახათა-2“. „მახათა-1“-ის გაწყვეტილი სადენები დაეცა „მახათა-2“ გადამცემ ხაზს. ამის გამო ვარკეთილის დასახლების 50 ათასამდე მომხმარებელს ელექტრომომარაგება შეუწყდა.

სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ახორციელებს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მომხმარებლების ელექტრომომარაგება დაახლოებით 2 საათში აღდგება”,-წერია “თელასის” განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი