ახალი ამბები

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მოწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

27 ივლისი, 2020 • 1453
თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მოწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მოწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობაში ბრიფინგზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართელოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მოწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებული იქნებიან გაიარონ საკარანტინე რეჟიმი.

„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს გადადინება საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და მიზნების გათვალისწინებით.

ამიტომ ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს 3- თვიანი ოფიციალური ცნობა, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“,-განაცხადა რიჟვაძემ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი