ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალის რაიონი უყურადღებოდ არ დარჩება – ბჟანია

24 ივლისი, 2020 • 1961
გალის რაიონი უყურადღებოდ არ დარჩება – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გალის რაიონის მოსახლეობას ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია წარუდგინა. ინფორმაციას ბჟანიას გალში ვიზიტის შესახებ აფხაზური პრესა ავრცელებს.

“ჩვენ შევეცდებით მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ თქვენს რაიონს. ყველა, ვინც მუშაობს და ხელისუფლებას წარმოადგენს ამ რაიონში, ვალდებულია, კეთილსინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამუშაო. ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, რომლებიც უნდა ვემსახუროთ მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენს მოქალაქეებს. ამისთვის აგვირჩიეთ”, – განაცხადა ბჟანიამ და გალში “აფხაზეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი მიმღების” გახსნა დააანონსა.

“გალის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ მომმართონ კითხვებით, წინადადებებითა და საჩივრებით. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ თქვენი რაიონი უყურადღებოდ არ დარჩება”.

ასლან ბჟანია გალში მოსახლეობას შეხვდა; ფოტო: გალის ტელევიზია; 24.07.2020

მასალების გადაბეჭდვის წესი