ახალი ამბებისამართალი

ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

24 ივლისი, 2020 • 1751
ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა

თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატს გამოძიების საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას მისცემენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რამიშვილის თქმით, გამოძიებას ახალი კვალიფიკაცია დაემატა: 115-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს შემდეგს:

“თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.

რამიშვილის თქმით, ამ ახალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შეფასებას არ აკეთებს, სანამ საქმის მასალებს არ გაეცნობა.

გაიგეთ მეტი ამ საქმეზე

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი