ნეტგაზეთი | აფხაზეთში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა აფხაზეთში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა – Netgazeti

აფხაზეთში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

აფხაზეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოხუმის ოფიციალური ინფორმაციით, დაინფიცირებული არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც 22 ივლისს გამოვლენილ კოვიდ-ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ.

აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ოპერატიული შტაბის ცნობითვე, ყველა დაინფიცირებული უსიმპტომოა და დაავადება მსუბუქ ფორმაში აქვთ.

აფხაზური მხარის მონაცემებით [რომელსაც ქართული მხარე სკეპტიკურად უყურებს], ამ დრომდე აფხაზეთში covid19-ით სულ 45 ადამიანია დაინფიცირებული, რომელთაგან 37 გამოჯანმრთელდა. ერთი, 85 წლის პაციენტი კი გარდაიცვალა.

აფხაზეთში აქამდე გამოვლენილი ინფიცირებულების უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი