ახალი ამბები

COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

23 ივლისი, 2020 • 817
COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 23 ივლისს დადასტურებული 12 ახალი შემთხვევიდან 3-ის წყაროსა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„5 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 2 არის ახალი დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის კლასტერიდან, 2 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა და 3-ის წყაროს და მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება“, — აღნიშნა ეზუგბაიამ.


მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 911, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ფიქსირებდა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. 21 ივლისს, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გამოვლენილი 63 ახალი შემთხვევიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი