ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარის ცნობით, სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი მოსკოვმა მათ გადასცა

23 ივლისი, 2020 • 909
ოსური მხარის ცნობით, სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი მოსკოვმა მათ გადასცა

ცხინვალის ცნობით, მოსკოვთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამხრეთ ოსეთში ექსტრადირებულია თემურ ძაპაროვი [ჯაფარიძე], რომელსაც ცხინვალში სხვადასხვა მძიმე, მათ შორის 2002 წელს მკვლელობების ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი.

ცხინვალის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებული სახელისა და გვარის შეცვლის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან გაემგზავრა.

“არსებული ინფორმაციით, ძაპაროვი დიდი ხნის განმავლობაში თავს აფარებდა საქართველოს ტერიტორიას, სადაც მჭიდრო კავშირში იყო საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად დაცვაში ირიცხებოდა. საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი გაყალბებული დოკუმენტებითა და შეცვლილი გვარით [თეიმურაზ ბეტეევი] რუსეთის ტერიტორიაზე იმალებოდა”, – აცხადებს ცხინვალის შესაბამისი უწყება.

ოსური მხარის ცნობით, ბრალდებული რუსეთში 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი