ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კორონავირუსით 59 წლის ექიმი გარდაიცვალა

22 ივლისი, 2020 • 828
სომხეთში კორონავირუსით 59 წლის ექიმი გარდაიცვალა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებით, კორონავირუსის გართულებით 59 წლის პედიატრი, სირანუშ არუთუნიანი გარდაიცვალა.

უწყების ცნობითვე, ექიმი კორონავირუსით სამსახურში არ დაინფიცირებულა.

სომხეთში დღემდე კორონავირუსის 36 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 24 ათასზე მეტი პაციენტი. ოფიციალური ინფორმაციითვე, გარდაცვლილია 678 პაციენტი. ამასთან, სომხეთი არ აწარმოებს იმ გარადაცვლილების სტატისტიკას, რომელთაც კორონავირუსის ფონზე სხვა დაავადებებიც ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი