ახალი ამბები

უნამუსო ტყუილია, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს – ვოლსკი ბაჩალიაშვილზე

22 ივლისი, 2020 • 1441
უნამუსო ტყუილია, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს – ვოლსკი ბაჩალიაშვილზე

“სამწუხაროდ, უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, ეს არის უნამუსო ტყუილი. სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ასპექტში იყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ 18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ვოლსკიმ ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების შესახებ.

“ოპოზიციის განცხადებების მიზანია საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სადისტური მმართველობა თითქოს არის კრიმინოგენული ვითარების ერთადერთი წამალი, მიუხედავად იმისა, რომ სტასტიტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს. ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, არის დაფიქსირებული წარსულში, თუმცა არავის არასოდეს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება. სახელმწიფო თავად სჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით. დღეს, როცა დანაშაული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დემოკრატიულ სამყაროში, იმაზე საუბარი არცერთ ქვეყანაში არ არის, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ სადიზმი დააკლეს მმართველობას. ეს არის უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები”, – განაცხადა ვოლსკიმ.


18 ივლისს გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 22 ივლისს მარნეული-თეთრიწყაროს გზის სიახლოვეს მწყემსმა იპოვა.

ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსმა იპოვა – ადვოკატი

მასალების გადაბეჭდვის წესი