ახალი ამბები

უკრაინაში თავდამსხელმა მძევლები გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი შერჩეული ფილმის ყურება მოქალაქეებს ურჩია

22 ივლისი, 2020 • 1193
უკრაინაში თავდამსხელმა მძევლები გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი შერჩეული ფილმის ყურება მოქალაქეებს ურჩია

უკრაინაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლად აყვანილი მგზავრები გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნის შესაბამისად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მის მიერ შერჩეული ფილმის — „დედამიწელების“ (Earthlings) ყურება უკრაინის მოქალაქეებს Facebook-ში ურჩია, იტყობინება „გარდიანი“.

თავდამსხმელმა მძევლები გუშინ, 21 ივლისს აიყვანა და თავდაპირველად ითხოვდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოფიციალური პირი ტერორისტებად ეღიარებინათ.

მძევლების აყვანის შემდე, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და ხელყუმბარაც ისროლა, თუმცა სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ამასთან ერთად, თავდამსხმელი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს და ამოწმებდა სოციალურ მედიას. ერთ-ერთმა მძევალმა, „გარდიანის“ ცნობით, ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას სთხოვა უკანასკნელს, თავდამსხმელი პრეზიდენტთან დაეკავშირებინა.

საბოლოო ჯამში, თავდამსხმელის მოთხოვნის შედეგად, ზელენსკიმ მოქალაქეებს ფილმ „დედამიწილების“ ყურება ურჩია. ფილმი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებაა.

„ფილმი „დედამიწელები“, 2005 წლის. ის ყველამ უნდა ნახოს“, — განაცხადა ზელენსკიმ Facebook-ით გავრცელებულ ვიდეოში. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დანებდა, ვიდეო წაშალეს, მის მაგივრად კი გაჩნდა პოსტი, სადაც მადლობას უხდიდნენ პოლიციელებს და ყველას, ვინც სიტუაციის სასიკეთოდ დასრულებაში მიიღო მონაწილეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი