ახალი ამბები

უკრაინაში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანეს – მედია

21 ივლისი, 2020 • 791
უკრაინაში ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანეს – მედია

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში თავდამსხმელმა ავტობუსის მგზავრები მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი და მგზავრები ავტობუსში ჩაკეტილნი არიან, ადგილზე კი მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

როგორც UNIAN თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, ადგილზე ისმოდა გასროლის ხმები, დაუდასტურებული ინფორმაციით კი, თავდამსხმელს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად ასაფეთქებელი საშუალებებიც აქვს.

ამასთანავე, მედიის თანახმად, თავდამსხმელმა კაცმა ავტობუსიდან სამართალდამცველების მხარეს ორჯერ გაისროლა და ხელყუმბარაც ისროლა, რომელიც საბოლოოდ არ აფეთქებულა. რაც შეეხება თავდამსხმელს, Unian წერს, რომ მას მაქსიმ პლოხოი ჰქვია და წარსულში ნასამართლევი იყო.

გამოცემის თანახმად,ავტობუსის მძღოლთან და იქ მყოფ მგზავრებთან ბოლო კომუნიკაცია დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი მგზავრის მეგობრის თანახმად, ქალმა დილით, დაახლოებით ამავე დროს დაურეკა და სთხოვა, რომ მას ჟურნალისტებისთვის მიემართა. ქალი იხსენებს, რომ მისი მეგობარი ტიროდა, ზარმა კი სულ 33 წამი გასტანა.

უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქში მალე ჩავა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი, თავდამსხმელთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი