ახალი ამბები

არარეგისტრირებულ საფლავებსა და საფლავზედა ნაგებობებზე სანქციები დაწესდება – ინიციატივა

22 ივლისი, 2020 • 1066
არარეგისტრირებულ საფლავებსა და საფლავზედა ნაგებობებზე სანქციები დაწესდება – ინიციატივა

თბილისის მერია სასაფლაოების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაზე საქნციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

მერიის ცნობით, საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე, სასაფლაოს ოპერატორთან შეუთანხმებლად, რეგისტრაციის გარეშე, არაერთხელ მომხდარა თავისუფალი მიწის რესურსის მიტაცება და დაწესებული პროცედურების გაუთვალისწინებლად დაკრძალვ. ასევე,  საფლავზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები და მსგავსი დარღვევების აღმოსაფხვრელად თბილისის მერიის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გაეგზავნება.

“როგორც მუნიციპალური, ისე კერძო სასაფლაოების მიმართულებით სრული ქაოსი გვაქვს. ხშირია სასაფლაოების მოწყობა- მოვლა-პატრონობის წესების დარვევა, არანაირი სანქციები არ არსებობს და ასევე, ხდება უკანონოდ მიწების დატაცებები. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ასევე, ხშირია საფლავზედა ნაგებობების უნებართვო მოწყობა. უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევები. ეს ყველაფერი რომ მოვაგვართ, ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რომ ეს მიმართულებაც იყოს მოწესრიგებული”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 22 ივლისს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი