ახალი ამბები

24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბანს უკავშირდება – ეზუგბაია

22 ივლისი, 2020 • 1178
24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბანს უკავშირდება – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის რაიონს უკავშირდება.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, 24 ახალი შემთხვევიდან 7 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია, 5 მანამდე ინფიცირებულთან კონტაქტია, 10 გარდაბნის რაიონს უკავშირდება, 2-ის წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მანამდეც, როდესაც საქართველოში ინფიცირებულთა მკვეთრი მატება შეინიშნებოდა, ეს ყოველთვის უკავშირდებოდა ერთ რომელიმე კლასტერს. დღევანდელ შემთხვევაში კი ეს გარდაბანია.

თუმცა, ამის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„მე მგონია, რომ თუ საზოგადოება შეასრულებს დაწესებულ რეკომენდაციებს, არა მგონია, რომ გასცდეს ამ კლასტერს და მანამ, სანამ ხდება ამ ახალი კლასტერის ტესტირება და იზოლირება, არა მგონია, არსებული სიტუაცია ძალიან გაფუჭდეს“, – ამბობს ეზუგბაია.


22 ივლისის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი