ახალი ამბები

სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯა

21 ივლისი, 2020 • 1049
სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პოლიციამ დ.თ. 2019 წლის 21 დეკემბერს დააკავა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.თ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.