ახალი ამბები

მაჟორიტარობის კანდიდატს ჩვენი ამომრჩეველი ამოირჩევს – „ლელო“

21 ივლისი, 2020 • 1401
მაჟორიტარობის კანდიდატს ჩვენი ამომრჩეველი ამოირჩევს – „ლელო“

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატებს პარტიის ელექტორატი სპეციალური ვებსაიტის მეშვეობით თავად ამოირჩევს.

კამპანიის ფარგლებში „ლელოს“ მხარდამჭერები სპეციალურად შექმნილი საიტის – lelovote.ge მეშვეობით მხარს დაუჭერენ პარტიის იმ წევრებს, რომელთა ნახვაც მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში უნდათ.

„ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად დიდი ინტერესი მოჰყვა კამპანიას და გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იქნას გათვალისწინებული.

ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს შემოთავაზებული სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ჯერჯერობით საჯაროდ არ დაუსახელებია, ვინ იქნება მათი მხრიდან თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატი.


გუშინ, 21 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატთა სია წარადგინა. 30 კანდიდატიდან, მხოლო ერთია ქალი. მმართველმა გუნდმა თბილისში არჩევანი შეაჩერა “ოცნების” სტაჟიან, ცნობად სახეებზე, მათ შორის, 3 ყოფილ მინისტრსა და დეპუტატებზე, რეგიონებში კი – ადგილობრივ გავლენიან პირებზე და თვითმმართველობის წარმომადგენლებზე.

ნეტგაზეთი გირჩევთ:

გიორგი ცხადაია: “ოცნების” დამკვიდრებულ ბრენდს ოპოზიციამ განახლება უნდა დაუპირისპიროს

მასალების გადაბეჭდვის წესი