ახალი ამბები

აშშ-ში ცოლ-ქმარს ცნობილი ვიდეოდან ბრალი წაუყენეს

21 ივლისი, 2020 • 1387
აშშ-ში ცოლ-ქმარს ცნობილი ვიდეოდან ბრალი წაუყენეს

აშშ-ის შტატ მისურიში მცხოვრებ ცოლ-ქმარს, რომელმაც სოციალური ქსელებითა და მედიით გავრცელებული ცნობილ ვიდეოში მათ სახლთან მყოფ მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნეს, ბრალი წაუყენეს, იუწყება CNN.

გამოცემის ცნობით, პატრისია და მარკ მაკ-კლოსკებს გამოძიება ედავება იარაღის არაკანონიერ გამოყენებაში:

„არაძალადობრივ პროტესტში მონაწილე ადიამანებისთვის იარაღის მუქარით დამიზნება უკანონოა. მართალია, საბედნიეროდ, ვითარების ესკალაცია არ მომხდარა, მაგრამ ასეთი ქცევა მიუღებელია სენტ-ლუისში“, — განაცხადა ოლქის პროკურორმა კიმბერლი გარდნერმა.

მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან შტატის გენერალური პროკურორი და გუბერნატორი — ერიკ შმიდტი, გენერალური პროკურორი ამბობს, რომ შეეცდება წყვილს ბრალი მოუხსნან, გუბერნატორმა კი ბრალის წაყენებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ მაკ-კლოსკებს დამნაშავეებად ცნობენ, ის მათ შეიწყალებს.

თავად მარკ მაკ-კლოსკი ამბობს, რომ თავს იცავდა: „მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ეშინოდა და იცავდა თავის სიცოცხლეს, მეუღლეს, სახლს, კერას“, — განაცხადა მან და დაამატა, რომ იყო „ბანდის“ მსხვერპლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი