ახალი ამბები

“დამაფიქრებელია” – გამყრელიძე ინფიცირების დინამიკის ზრდაზე

21 ივლისი, 2020 • 1498
“დამაფიქრებელია” – გამყრელიძე ინფიცირების დინამიკის ზრდაზე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში ახალ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა აჭარბებს ახალ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რაც, მისი თქმით, „დამაფიქრებელი ინდიკატორია“, რომელსაც „აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება“.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა თუ იყო 2-3-4, ახლა გვაქვს უფრო მომატებული, რაც საყურადღებო ინდიკატორია და აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს 10-11 შემთხვევა, გვაქვს 8 შემთხვევა, დღეს არის 10 და საერთოდ, ქვეყანაში დღეისთვის არის 1049.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევაა ქვეყანაში და 46 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე ინდიაკტორია, რომელიც დამაფიქრებელია. მოგეხსენებათ, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოხდა რევერსი და გვაქვს პირიქით, რაც ასევე ინდიკატორია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება და მიღებული იყოს შესაბამისი ზომები“, — განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი