ახალი ამბები

ჩხოროწყუ-ზუგდიდის გზაზე ასაკოვან ქალს მანქანა დაეჯახა

21 ივლისი, 2020 • 1043
ჩხოროწყუ-ზუგდიდის გზაზე ასაკოვან ქალს მანქანა დაეჯახა

ჩხოროწყუ-ზუგდიდის გზაზე ასაკოვან ქალს  მანქანა დაეჯახა.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ქალს დაეჯახა პოლიციის მანქანა, რომელსაც წალენჯიხის პოლიციის მაღალჩინოსანი მართავდა და სასწრაფო დახმრების ბრიგადა და საპატრულო პოლიციაც მანვე გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ საკითხზე კითხვით პროკურატურაში გადაგვამისამართეს, — გამოძიებას ეს უწყება აწარმოებს, — სადაც „ნეტგაზეთს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

276-ე მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„მთავარი არხის“ თანახმადვე, დაშავებული ქალი 85 წლისაა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის წარმომადგენელი სულხან ორჟონია ტელევიზიასთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია:

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს ასაკოვანი ქალი, დიანგოზით: ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. კვლევის და კონსულტაციების შემდეგ ავადმყოფი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უგრძელდება მკურნალობა. ამ წუთის მდგომარეობით არის სტაბილური“.

მასალების გადაბეჭდვის წესი