ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები – ივანიშვილი

20 ივლისი, 2020 • 1640
უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები – ივანიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს,“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და “აფხაზი და ოსი ძმების” საკითხსაც შეეხო.

“ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები”.

ბიძინა ივანიშვილმა 2016 წელს, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას აფხაზურ მხარეს  შესთავაზა აფხაზეთის რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, რაზეც აფხაზი ჩინოვნიკების უარი მიიღო.

„აფხაზი და ოსი ძმების“ დეკონსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი