ახალი ამბები

კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20 ივლისი, 2020 • 796
კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით მე-16 გარდაცვლილი პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მიერ შექმნილი საიტის, StopCov.ge-ის მონაცმების თანახმად, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 1039 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთლედა 900 პაციენტი, გარდაიცვალა 16. კარანტინის რეჟიმში, ამ დროის მონაცემებით, 5534 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი -267.

მასალების გადაბეჭდვის წესი