ნეტგაზეთი | აფხაზეთის ჯანდაცვა რუსეთთან საზღვრის გასახსნელად მზადაა – სოხუმი აფხაზეთის ჯანდაცვა რუსეთთან საზღვრის გასახსნელად მზადაა – სოხუმი – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის ჯანდაცვა რუსეთთან საზღვრის გასახსნელად მზადაა – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას განცხადებით, “აფხაზეთის ჯანდაცვა საზღვრების გასახსნელად მზადაა, იმის მიუხედავად, რომ საზღვრის გახსნამ, შესაძლოა, ეპიდემიური სიტუაცია გააუარესოს”. ინფრმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

როგორც წახნაკია აცხადებს, აფხაზეთს 300 კორონავირუსის მქონე პაციენტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები აქვს და უახლოეს პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, ეს რაოდენობა საკმარისი იქნება.

ამასთან, დე ფაქტო მინისტრი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შემზღუდავი ზომები ისევ იქნება მიღებული.

როდიდან გახსნის რუსეთთან საზღვარს აფხაზეთი, ამ საკითხზე სოხუმს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. რაც შეეხება ენგურის ხიდზე გამშვები პუნქტის გახსნის საკითხს, აფხაზური მხარე, ასევე არაფერს აცხადებს.

აფხაზური მხარის ცნობით [რომლის მონაცემებსაც თბილისი სკეპტიკურად უყურებს], აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი  გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი