ახალი ამბები

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

20 ივლისი, 2020 • 741
ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე დაკავებულს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება (სსკ-ის 376).

გუშინ ამავე საქმეზე შსს-მს განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, ბრალდებული კი დანაშაულს აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი