საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განაცხადებით, რომ არა 2012 წლის მიღწევა და მის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული შენება, პროპორციული საარჩევნო სისტემა შეუძლებელი იქნებოდა:

“მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება.

ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და, რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების”, – ამბობ გახარია.

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადადის. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, თუმცა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციასთან რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლება მაჟორიტარული ოლქების 73-დან 30-მდე შემცირებას დათანხმდა.