ახალი ამბები

“ხელისუფლებაში მყოფი გუნდი კვლავაც შემძლეა მართვის პასუხისმგებლობა იტვირთოს” – ივანიშვილი

20 ივლისი, 2020 • 701
“ხელისუფლებაში მყოფი გუნდი კვლავაც შემძლეა მართვის პასუხისმგებლობა იტვირთოს” – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ გუნდს კვლავ შეუძლია მართვის პასუხისმგებლობა იტვირთოს და ამაზე მეტყველებს ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები:

“ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით. პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს. ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს”, – ამბობს ივანიშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი