ახალი ამბები

20 ივლისი: ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა

20 ივლისი, 2020 • 1717
20 ივლისი: ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა  1 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1039 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 900, ხოლო გარდაიცვალა 15 ადამიანი.

გუშინდელ მონაცემებთან შედარებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 11 ინფიცირებულითაა გაზრდილი.

რაც შეეხება დანარჩენ სტატისტიკას, კარანტინის რეჟიმში 5687 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

მასალების გადაბეჭდვის წესი