ახალი ამბები

$232 170 დოლარის სახანძრო მანქანები – აშშ-ს საჩუქარი საქართველოს

19 ივლისი, 2020 • 1410
$232 170 დოლარის სახანძრო მანქანები – აშშ-ს საჩუქარი საქართველოს

ტყის ხანძრებთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ ქვეყანას გადასცა $232 170 დოლარის ღირებულების სახანძრო მანქანა, რომელიც აღჭურვილია ოთხი წამყვანი თვლით და მთიან რელიეფზე ცეცხლთან საბრძოლველად გაზრდილი შესაძლებლობებით. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას, რომელიც ხშირი ტყის ხანძრების საფრთხის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა.

ეს დახმარება, მხოლოდ, ნაწილია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დიდი ძალისხმევისა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გვერდში დაუდგეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის გაუმჯობესებაში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი