ძველი დროიდან მოყოლებული, თბილისის ჭრელი მოედნები უამრავ ადამიანს იზიდავდა.
ეს მოედნები ყოველთვის იყო განსხვავებულ კულტურათა შეხვედრის ადგილი, სადაც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები იკრიბებოდნენ. მათი დიდი ნაწილი ვაჭარი იყო. აქ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, ან კიდევ რომელი რელიგიის აღმსარებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ძველ მოედნებს ისეთივე გრძელი და საინტერესო ისტორია აქვს, როგორც თავად თბილისს.
გააკეთე ტესტი: