ახალი ამბები

გავრილოვი აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩი” გახდა

18 ივლისი, 2020 • 1582
გავრილოვი აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩი” გახდა

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აფხაზეთის “კეთილი ნების” ელჩი გახდა. ამის შესახებ დღეს, 17 ივლისს, სოხუმში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც “კეთილი ნების ელჩები” დაასახელეს. აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩის” მოძრაობა 2017 წელს მოსკოვში დაარსდა. საქველმოქმედო მოძრაობის მიზანი სხვადასხვა სახის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაა.

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი