ახალი ამბები

აშშ-ის მისია ეუთო-ში გმობს ზაზა გახელაძის დაჭრის ფაქტს

17 ივლისი, 2020 • 1378
აშშ-ის მისია ეუთო-ში გმობს ზაზა გახელაძის დაჭრის ფაქტს

აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია ეუთო-ში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ მართული უშიშროების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას და დაჭრას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

ამის შესახებ ნათქვამია მისიის პოლიტიკური მრჩეველ ლეინ ბალის განცხადებაში.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და შემდგომ დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს მისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე”, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი გაწევა და აცხადებს, რომ კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები და დაასრულოს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპაცია.

11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი