ნეტგაზეთი | დაკავებული საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა – ცხინვალი დაკავებული საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა – ცხინვალი – Netgazeti

დაკავებული საქართველოს მოქალაქე ღამურების დასაჭერად გადმოვიდა – ცხინვალი

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების უწყება ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე “ამერიკელებისთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად” გადადიოდა.

ოსური მხარის ცნობით, 3 ივლისს დაკავებული გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების შესაბამისად, მის ინტერესს “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ღამურების კოლონა წარმოადგენდა. შემდეგ კი თითოეული ღამურა საქართველოში 5 ათას აშშ დოლარად ამერიკელებისთვის უნდა გაეყიდა”.

“საჭიროა განვმარტოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”, – ნათქვამია ცხინვალის უშიშროების უწყების განცხადებაში.

არაერთი წელია, რუსეთის ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს.

გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი