ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო იერიშით ემუქრება

16 ივლისი, 2020 • 2911
ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო იერიშით ემუქრება

“მინგეჩაურის წყალსაცავის მდებარეობა და ჩვენი თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები საშუალებას არ მისცემს, ამ სტრატეგიულ ობიექტს დაარტყან”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის პრეს-სპიკერი ვაგიფ დარგიახლი მედიის კითხვაზე, შეუძლია თუ არა სომხეთს, მინგეჩაურის წყალსაცავს დაარტყას.

ასევე, კითხვის საპასუხოდ, თავდაცვის უწყების პრეს-სპიკერი აცხადებს:

“სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ჩვენი არმიის არსენალში არსებული უახლესი სარაკეტო კომპლექსები საშუალებას იძლევა, მაღალი სიზუსტით, მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს ზიანი მიადგეს, რაც სომხეთისთვის დიდი კატასტროფის მომტანი იქნება”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის პრეს-სპიკერი ვაგიფ დარგიახლი.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიაგამოცემები ავრცელებენ. 

რას უნდა ველოდეთ სომხეთ-აზერბაიჯანის მიმდინარე დაპირისპირებიდან – ხედვა სომხეთიდან


ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები რეგულარულად ადანაშაულებენ ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ამჯერად შედარებით ფართომასშტაბიან დაპირისპირებას ადგილი აქვს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში, რაც იშვიათობაა.

სიტუაციის დაძაბვამდე რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლით დაიმუქრა და უარყო შეხედულება, რომლის თანახმადაც „კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, — ამ პოზიციას ხშირად ახმოვანებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი