ახალი ამბები

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

16 ივლისი, 2020 • 1242
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადადგა

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. ამის შესახებ მერიასთან მყოფ ჟურნალისტებს მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. გადადგა ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც.

ლაშა კომახიძე თანამდებობიდან ისე წავიდა, არც ამომრჩევლისთვის და არც მედიისთვის არაფერი აუხსნია. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მას თანამდებობიდან გადადგომა აიძულეს, რის სანაცვლოდაც ის „ოცნების“ პარტიულ სიაში მოხვედრას ითხოვდა. ლაშა კომახიძეს უარი უთხრეს, როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი საბჭოს სიაში [ხუთეულში] ჩასმაზე.

ლაშა კომახიძის იძულების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ორშაბათს, 13 ივლისს თბილისში იმყოფებოდა. მანამდე კი ერთკვირიან შვებულებაში გავიდა.

„ბათუმელები“ ამ დღეების განმავლობაში ცდილობდა ლაშა კომახიძესთან დაკავშირებას. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, ნამდვილად ემუქრებოდნენ თუ არა დაპატიმრებით, გადადგომაზე უარის თქმის შემთხვევაში. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურებოდა.

ლაშა კომახიძე, ქვეყნის მასშტაბით მეექვსე არჩეული მერია, ვინც თანამდებობა დატოვა.

ბათუმის ვიცე-მერად დღეს ლაშა კომახიძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს, არჩილ ჩიქოვანს დანიშნავს. მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი შეასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი