ახალი ამბები

კორონავირუსის ვაქცინა ტესტირების III ეტაპზე გადავიდა

15 ივლისი, 2020 • 1129
კორონავირუსის ვაქცინა ტესტირების III ეტაპზე გადავიდა

კომპანია Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის პირველი ეტაპის კვლევაში გამოვლინდა, რომ ვაქცინამ იმუნური რეაგირების პროვოცირება მოახერხა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ახალი ინგლისის მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ვაქცინამ მოახერხა ორგანიზმის იმუნური რეაგირების პროვოცირება მარტივი ფორმის გვერდითი მოვლენებით. თვის ბოლოს, 27 ივლისს, კომპანია აპირებს დაიწყოს ვაქცინის ტესტირების ბოლო, მესამე ეტაპი.

Moderna-ში ამბობენ, რომ თუ მომავალ კვლევებშიც ყველაფერი კარგად წავა, წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებენ, 2021 წლიდან კი წარმოება 1 მილიარდი უნდა იყოს.

კვლევის მესამე ეტაპის ფარგლებში, ვაქცინას აძლევენ ათასობით ადამიანს, რათა დადასტურდეს მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა და გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რის შემდეგაც რეგულატორებმა უნდა გადაწყვიტონ, რამდენად შეიძლება ვაქცინის გამოყენებასა და წარმოებაზე ავტორიზაციის გაცემა.


კორონავირუსის ვაქცინასთან/პრეპარატთან დაკავშირებით იხილეთ „ნეტგაზეთის“ სტატია:

რა ეტაპზეა კორონავირუსის პრეპარატი და ვაქცინა — უახლესი ინფორმაცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი