ახალი ამბები

კაზინოს ანგარიშებიდან მოქალაქეთა თანხების მოპარვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

15 ივლისი, 2020 • 1250
კაზინოს ანგარიშებიდან მოქალაქეთა თანხების მოპარვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავეს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით.

როგორც შსს აცხადებს, ბრალდებულები კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდისა და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 23 მოქალაქის თანხას დაეუფლნენ. მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 72 000 ლარია.

დანაშაული 6-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი