ოსური მხარის ცნობით, 2019 წლის აგვისტოში დაკავებული საქართველოს მოქალაქე რუსეთს გადასცეს.
ცხინვალის ინფორმაციით, რუსეთში მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეზე, 1976 წელს დაბადებულ კ.რ.-ზე, რომელიც უკანონოდ ცდილობდა “სახელმწიფო საზღვრის” გადაკვეთას და საქართველოს ტერიტორიაზე მიმალვას, რუსეთის მიერ ძებნა იყო გამოცხადებული. ჩატარებული პროცესუალური ღონისძიებების შემდეგ კი მოსკოვს გადასცეს.
საქართველოს მოქალაქის, კ.რ-ის ცხინვალში დაკავების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გასაჯაროებულა.








