ახალი ამბები

“ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულები დიდუბეში მძღოლებს ფულს სძალავდნენ – შსს

14 ივლისი, 2020 • 744
“ქურდული სამყაროს” წევრობაში ბრალდებულები დიდუბეში მძღოლებს ფულს სძალავდნენ – შსს

სამართალდამცველებმა სამი პირი – 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილებით მგზავრები გადაჰყავდათ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი