ახალი ამბები

ნორვეგიამ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საქართველოს €3.7 მლნ. გამოუყო

14 ივლისი, 2020 • 748
ნორვეგიამ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესასრულებლად საქართველოს €3.7 მლნ. გამოუყო

ნორვეგიამ ევროპის საბჭოს 2020 – 2023 წლების საქართველოს სამოქმედო გეგმის შესასრულებლად დაახლოებით 3 751 000 ევრო (NOK 40,000,000 ) გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისში ნორვეგიის სამეფოს საელჩო ავრცელებს.

საელჩო განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2020-2023 წლებში მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და არსებული გამოცდილების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი