ახალი ამბები

ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

14 ივლისი, 2020 • 1452
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში მაშველები არასრულწლოვანს ეძებენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ჯგუფი 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მათ შორისაა ორი მყვინთავი და ორი გასაბერი ნავი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამუშაოებს ადიდებული მდინარე ართულებს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 15 წლის ბიჭი საქონელს მწყემსავდა, რომელიც მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირას დარჩა და წყალში მათ გადმოსარეკად შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი