ახალი ამბები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 999-მდე გაიზარდა

14 ივლისი, 2020 • 711
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 999-მდე გაიზარდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა შემთხვევა შემოტანილია. დაინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან.

მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 870 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ცხრავე ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა. მათგან 5 პაციენტი სატვირტთო ავტომობილის მძღოლია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5640 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.

მასალების გადაბეჭდვის წესი