ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს ვებსაიტის კოდში ჩასმულია პორნოსაიტების ბმულები

13 ივლისი, 2020 • 1410
უზენაესი სასამართლოს ვებსაიტის კოდში ჩასმულია პორნოსაიტების ბმულები

უზენაესი სასამართლოს ვებსაიტის, supremecourt.ge -ს კოდში ჩასმულია 4 პორნოსაიტის ბმული.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა გიორგი ნაკაიძემ ფეისბუკით გაავრცელა.

პორნოსაიტების ბმულები მთავარი გვერდისთვის დაფარულია, თუმცა ხელმისაწვდომია საძიებო სისტემებისთვის.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ “საიტი გატეხილი არ არის, ხოლო თუ რამე გასასწორებელია, IT სპეციალისტები მიხედავენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი