დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ტრაილერების 40 ათასი მძღოლიდან კორონავირუსი 63-ს გამოუვლინდა.
გამყრელიძე განმარტავს, რომ უკვე თვეზე მეტია, რაც მათი ტესტირება – სწრაფი და პისიარ ტესიტრებით – სავალდებულოა. თუმცა განმარტავს, რომ თუ შევადარებთ საერთო რიცხვს, კოვიდ ინფიცირებული მძღოლების რაოდენობა დიდი არ არის.
„ეს 63 რომ არ აღმოგვეჩინა ამ მეთოდოლოგიით, დაახლოებით 5-ჯერ გაიზრდებოდა ინფიცირებულთა რიცხვი და ჩვენ დღეს გვექნებოდა არა 995 დადასტურებული შემთხვევა, არამედ 300-400-ით მეტი. ამან სერიოზული როლი ითამაშა, ისევე, როგორც კარანტინმა“,- ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ მძღოლების ეკიპირება გამოსავალი ვერ იქნება, თუმცა ტესტირების ალგორითმში ანუ დამტკიცებულ გეგმაში, შესაძლოა, რაიმე ცვლილებები შევიდეს.
„აქ ყველაზე მთავარია საზღვრების კონტროლი, იმიტომ, რომ ტრაილერების მძღოლები ძირითადად შემოდიან პირდაპირი საზღვრებიდან – რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ოთხივე ქვეყანა არის სერიოზულად დაზიანებული კორონავირუსით და ამიტომაც არის, რომ ძირითადად ამ კატეგორიის ადამიანებში გვაქვს იმპორტირებული შემთხვევები“, – ამატებს ამირან გამყრელიძე.
უკვე კვირებია, რაც საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ტრაილერების მძღოლებს უკავშირდება. ბოლო 24 საათში დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდანაც 5 ტრაილერის მძღოლი იყო.
9 ახალი შემთხვევიდან 5 სატვირტთო ავტომობილის მძღოლია – ეზუგბაია